რეზონანსი
29.12.2025

იმერეთი - გურიის  მონაკვეთზე სამგზავრო მატარებლები ამ დროისთვის შეუფერხებლად მოძრაობენ. მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამგზავრო მატარებლების მოძრაობის გრაფიკში დაფიქსირებული იყო დროებითი შეფერხება, თუმცა, საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ამჟამად ყველა მატარებლის მოძრაობის გრაფიკი აღდგენილია.   

სინოპტიკოსების პროგნოზის თანახმად, რთული მეტეოროლოგიური პირობები გრძელდება. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზის ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×