რეზონანსი
29.12.2025

აუცილებლად შევიტან სარჩელს სასამართლოში, სადაც მოვითხოვ ყველა ტყუილზე თითო მილიონის გადახდას. მთელ ფულს შევიტან ფონდში, რომელიც უნდა დავაარსო და დღეს ოფიციალურად ვაცხადებ ამის შესახებ, რომ დაარსდება ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს მედია ტერორის და მედია ფაშიზმის  მიერ დაზარალებული მოქალაქეების ხელშეწყობას, მათი იურიდიული უფლებების აღდგენას, - ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა პრესკონფერეციაზე, რომელიც  21 დეკემბერს „შაბათის ფორმულაში“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით აპირებს სარჩელის შეტანას სასამართლოში.  

გოგა ხაინდრავას განცხადებით, მას ფონდის ფულთან შეხება არ ექნება, ხოლო ფონდის სათავეში იქნებიან ცნობილი და პატივცემული ადამიანები. 

„იმასაც ვიტყვი, რომ წვდომა ფულთან, რომელიც ამ ფონდში იქნება შეტანილი, მე არ მექნება არანაირად. ამ ფონდის სათავეში იქნებიან საზოგადებისთვის ცნობილი, პატივცემული ადამიანები, რომლებიც გაეცნობიან ყველა იმ ცილისმწამებლურ გადაცემას, წერილს, თუ სტატიას და ბუნებრივია ყველა ის მოქალაქე, რომელიც მოინდომებს თავისი ღირსების და პატივის აღდგენას ამ ფაშისტური მოქმედებების შედეგად ყველას ექნება მხარდაჭერა ჩვენი ფონდიდან.  ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ.“ - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×