რეზონანსი
29.12.2025

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ამ ეტაპზე საუბარი არ არის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ახალი სატელეფონო საუბარი უახლოეს მომავალში გაიმართება.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, კრემლი ეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეფასებას, რომ უკრაინაში მშვიდობა გაცილებით ახლოსაა. კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერებისთვის მომავალი არჩევნები რთული იქნება. კითხვას იმის შესახებ, „კრემლის აზრით, რამდენად მაღალია ევროპელთა უკმაყოფილების დონე კიევისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემასთან დაკავშირებით და შეიძლება თუ არა, ამან გამოიწვიოს ევროკავშირის ხელმძღვანელობის ცვლილება, პესკოვმა უპასუხა: „ცხადია, შემდეგი არჩევნები ყველა მათგანისთვის ძალიან რთული იქნება“.

პესკოვის თქმით, კრემლი ჯერ არ მიიჩნევს საჭიროდ დაკონკრეტებას, რომელი სამშვიდობო გეგმაა 90 პროცენტით შეთანხმებული.

„ჩემს უკრაინელ თანამოსაუბრეებს მივმართავ და მინდა, შეგახსენოთ, რომ უკრაინა კარგავს ტერიტორიებს და ასე გაგრძელდება. ხვალინდელი სიტუაცია დღევანდელისგან განსხვავებული იქნება. ეს არის გეგმა A, გეგმა B და გეგმა C“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×