
საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის პროცესი გაიმართა. სხდომაზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეები გამოკითხვა იგეგმებოდა, თუმცა დაცვის მხარემ მოწმეები უდავოდ ცნო და მათ აღარ გამოჰკითხავენ.
რომეო მიქაუტაძეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
"ბრალდების მხარემ დღეს სასამართლო პროცესზე წარმოადგინა ექვსი მოწმე, რომლებიც მონაწილეობდნენ გამოძიების ჩატარებაში, ესენი არიან ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებლები და დაცვის მხარემ ეს მოწმეები გახადა უდავოდ. ბრალდების მხარე ფიქრობს, იმიტომ გახადა უდავოდ, რომ ზოგადად, როდესაც მოწმე იკითხება სასამართლო პროცესზე, დაცვის მხარეს რამე ხელმოსაჭიდი უნდა ჰქონდეს ამასთან დაკავშირებით, რამე უკანონო მოხდა თუ არა გამოძიების მიმდინარეობის დროს. მოცემულ შემთხვევაში ყველაფერი კანონის შესაბამისად იყო. აღნიშნულ საქმეზე დარჩა გამოსაკითხი 44 მოწმე და დაკითხულია, დაახლოებით, 60-70 მოწმე," - განაცხადა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.