
ნუკრი რევიშვილის და თიკო ჩხეიძის შვილს, ტატა რევიშვილს 17 წელი შეუსრულდებოდა. აღნიშნულის შესახებ მოდელი თიკო ჩხეიძე წერს სოციალურ ქსელში და ამავე პოსტში მის მიერ დაარსებული ფონდის შესახებ აღნიშნავს, რომ საზოგადოებას სთავაზობენ მხარდაჭერის ახალ ხედვას იმ ბავშვებისა და ოჯახებისთვის, რომლებიც მძიმე ცხოვრებისეულ გამოწვევებს აწყდებიან.
ფონდი მისი შვილის, ტატას ხსოვნას ეძღვნება. თიკო ჩხეიძესა და ნუკრი რევიშვილს უფროსი ქალიშვილი რამდენიმე წლის წინ თბილისში, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაეცვალათ…
თიკო ჩხეიძე აღნიშნავს, რომ ფონდის კონცეფცია ეფუძნება იდეას, რომ დიაგნოზი არ უნდა იქცეს განაჩენად. „ტატა“-ს ფონდის მიზანია დაინახოს ადამიანი დიაგნოზის მიღმა და უზრუნველყოს უწყვეტი მხარდაჭერა იმ ოჯახებისთვის, რომლებიც რთულ გზას გადიან.
„ტატა 17 ალბათ, ახლა როგორი ლამაზი ხარ, ფონდი, რომელიც შევქმენით შენ სახელზე არის შენი შეწყვეტილი სიცოცხლის გაგრძელება, განაწილება სხვა ბავშვებში და იმ ოჯახებისთვის,რომლებიც რთულ გზას გადიან. “ტატა”- ს ფონდმა გვინდა დაინახოს ადამიანი დიაგნოზის მიღმა,რადგან დიაგნოზი არ უნდა ნიშნავდეს განაჩენს
ჩვენ არ ვპირდებით სასწაულებს ჩვენ ვპირდებით გზას.გზას,სადაც მშობელი აღარ არის მარტო და ბავშვი აღარ არის უჩინარი. დღეს როცა თქვენ გვიყურებთ, თქვენ უყურებთ იმედს.იმედს ოჯახებისთვის, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდება რწმენა. “ტატა”-ს ფონდი არ სთხოვს თანაგრძნობას . ჩვენ ვთხოვთ პარტნიორობას.რადგან როცა ვდგავართ ერთად, ბავშვს აქვს მომავალი. #GE26BG0000000573997551“, – წერს თიკო ჩხეიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე