რეზონანსი
29.12.2025

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბოლო წლებში დასავლეთისა და შიდა ოპოზიციის არაერთი მცდელობა, ქვეყნის შიგნით არეულობის გამოწვევის მიზნით, სრულიად უშედეგოდ დასრულდა.

მისი თქმით, ასეთი სცენარები უკვე რამდენჯერმე სცადეს – ევროკავშირის გადაწყვეტილების, სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების თუ სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენების ფონზე, თუმცა ვერცერთხელ ვერ შეძლეს ქართველი საზოგადოების პროტესტის ორგანიზება.

"როდესაც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობის ნაცვლად ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, მავანნი იქაც და აქაც იმედოვნებდნენ, რომ ქვეყნის 80--85% პროევროპული მოსახლეობა ქუჩაში იშხუვლებდა და ხელისუფლებას დაამხობდა. რამდენიც გამოვიდა კი ნახეთ, და შედეგიც - "0".

როდესაც აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, ეტყობა იქაც და აქაც მავანნი იმედოვნებდნენ, რომ პროევროპული 85% ქუჩაში გამოვიდოდა და რევოლუციას მოაწყობდა. რამდენიც გამოვიდა ვნახეთ, და შედეგი ისევ "0".

28 ნოემბრის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩათვალეს, რომ ამჯერად მაინც გამოვიდოდა ის საკრალური 85% და დაამხობდა ხელისუფლებას, რამდენიც გამოვიდა, რას მიაღწიეს და რამდენი დარჩნენ, ესეც ვნახეთ. შედეგი აქაც "0".

ევროპასთან უვიზო რეჟიმის გაუქმების მუქარაც იგივე მიზანს ისახავს და იგივე ნულოვანი შედეგით დასრულდება.“ - წერს ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×