რეზონანსი
29.12.2025

განახლებადი ენერგიების დანერგვის დაჩქარება და ელექტროგადამცემი ქსელის მოდერნიზაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისა და საექსპორტო პოტენციალის რეალიზებისთვის, განსაკუთრებით ისეთი სტრატეგიული პროექტების კონტექსტში, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კავკასიაში EBRD-ის რეგიონულურმა დირექტორმა, ალკის ვრეინიოს დრაკინოსმა განაცხადა.

მისი თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ადამიანური კაპიტალის შესაბამისობა.

„პროფესიული განათლებისა და ციფრული უნარების მასშტაბირება აუცილებელია ICT-ისა და მწვანე ინდუსტრიების ზრდის მხარდასაჭერად. საბოლოოდ, საქართველოს პოტენციალი, როგორც ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბის, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სტანდარტების ჰარმონიზაციასა და ინფრასტრუქტურის განახლებაზე, რაც რეგიონული ინტეგრაციის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

EBRD ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და რეგიონული დაკავშირებადობის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად მიიჩნევს. ყველაზე ტრანსფორმაციული შესაძლებლობა დაკავშირებულია ტრანსსასაზღვრო ენერგეტიკული დერეფნების განვითარებასთან, განსაკუთრებით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელსა და მასთან დაკავშირებულ მწვანე ენერგეტიკულ დერეფანთან. აღნიშნული ინიციატივა არა მხოლოდ აძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ რეგიონს პოზიციონირებს როგორც ევროპისათვის სუფთა ენერგიის სტრატეგიულ მიმწოდებელს, რაც სრულ შესაბამისობაშია გლობალურ დეკარბონიზაციის მიზნებთან“, აღნიშნა კავკასიაში EBRD - ის რეგიონულმა დირექტორმა.

ალკის ვრეინიოს დრაკინოსი ამბობს, რომ, ქსელთაშორისი კავშირების მიღმა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას როგორც საქართველოში, ისე სომხეთში, რათა შესაძლებელი გახდეს ცვალებადი განახლებადი ენერგიის წყაროების ჰიდროენერგიის, ქარისა და მზის ეფექტიანი ინტეგრაცია.

„ინვესტიციები „ჭკვიან“ ქსელებში, ენერგიის დაგროვების გადაწყვეტილებებსა და გადამცემი ხაზების განახლებაში უზრუნველყოფს ელექტროენერგიის უფრო საიმედო და ეფექტიან მიმოქცევას საზღვრებს შორის. EBRD აქტიურად უჭერს მხარს ამ პროცესებს როგორც ფინანსური რესურსებით, ისე ტექნიკური დახმარებით, საერთაშორისო გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების სრული დაცვით.

ტრანსპორტის მიმართულებით, ბანკი მნიშვნელოვან პოტენციალს ხედავს მრავალმოდალურ ლოგისტიკურ დერეფნებში, მათ შორის სომხეთის კორიდორსა და საქართველოს პორტის ინფრასტრუქტურაში. აღნიშნული პროექტები აძლიერებს რეგიონის როლს როგორც სატრანზიტო ჰაბს შუა დერეფნის ფარგლებში, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს. გზების, სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და პორტების განახლება, საბაჟო და სასაზღვრო სისტემების დიგიტალიზაციასთან ერთად, შეამცირებს სავაჭრო ხარჯებს და გაზრდის მდგრადობას გეოპოლიტიკური რისკების ფონზე.

დასასრულს, EBRD ხაზს უსვამს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინვესტიციებს შორის სინერგიას“, - ამბობს კავკასიაში EBRD-ის რეგიონული დირექტორი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×