რეზონანსი
29.12.2025

როცა ვსაუბრობთ ბრიუსელზე რთულია აქ ვეძიოთ სამართლიანობა, ლოგიკა და გონივრულობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, უკვე დიდი ხანია ბრიუსელი გაცდენილია გონივრული გადაწყვეტილების ჩარჩოებს, რომელიც ჩანს საქართველოსთან და უკრაინასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში.

„ჩვენ გონივრულობას ნუ ვეძებთ ბრიუსელის გადაწყვეტილებაში, სამართლიანობა კი უკვე კარგა ხანია დაკარგული აქვს მათ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვერაფერს ვერ გამოვრიცხავთ ამ პროცესში, დანამდვილებით ერთადერთი ვიცით, რომ ჩვენს სუვერენიტეტს არც ერთ პოლიტიკურ შანტაჟზე არ გავცვლით.

მთავარია, რომ ქართველი ხალხი უკვე დარწმუნდა რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან, რომ არანაირი სამართლიანობა და ობიექტური კრიტერიუმები არ მოქმედებს. არის ერთადერთი მავნე პოლიტიკური მიზნები, რომ დააზიანონ საქართველო და მისი მოქალაქეები. ეს მავნე მიზნები დღეს აქვს ბრიუსელს საქართველოს მიმართ. ეს არის ის სამწუხარო შედეგი, სადამდეც მიიყვანა ბრიუსელის ბიუროკრატიამ და მისმა უნაირო დიპლომატიამ ევროკავშირის და ბრიუსელის რეპუტაცია ქართველი ხალხის თვალში.

ისიც გავიხსენოთ, რომ დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება იყო 2010 წელს საქართველოს და ევროკავშირს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა, რამაც ბრიუსელი და ევროკავშირი გამოიყვანა საერთაშორისო სამართლის დარღვევად“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×