რეზონანსი
28.12.2025

ვფიქრობ, რომ ევროპული ბიუროკრატია პრაგმატულ პოზიციაზე დარჩება და ისინი არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც საბოლოოდ გაანაწყენებენ ქართველ ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს არაკეთილმოსურნეები იტოვებენ შანტაჟის ამ ბერკეტს, იმისათვის, რომ მუდმივი დაძაბულობა შეინარჩუნონ ჩვენს ქვეყანაში.

ამასთან, კობახიძის თქმით, "შანტაჟის ამ ინსტრუმენტმა დაკარგა ძალა".

„მე არ ვფიქრობ, რომ აქ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების პოზიციები არის ძლიერი. რეალურად ისინი კარგად ხედავენ, რომ ამ თემის გამოყენებით შეუძლებელია ხელისუფლების ცვლილება გარედან, ხელოვნური ჩარევით. ამით რევოლუციას ვერ მოაწყობენ, მეექვსე მცდელობაც იქნება წარუმატებელი. თუმცა, ისინი მაინც იტოვებენ შანტაჟის ამ ბერკეტს, იმისათვის, რომ მუდმივი დაძაბულობა შეინარჩუნონ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური პროცესი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ შანტაჟის ამ ინსტრუმენტმა დაკარგა თავისი ძალა, ვფიქრობ, რომ ევროპული ბიუროკრატია პრაგმატულ პოზიციაზე დარჩება და ისინი არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც საბოლოოდ გაანაწყენებენ ქართველ ხალხს“, - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×