რეზონანსი
28.12.2025

კომუნიკაციების სპეციალისტი, თეონა ბაღდავაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა, რუსულ კომპანია "ვაილდბერიზთან" თანამშრომლობს. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ, რომელსაც ბაღდავაძე საგულდაგულოდ მალავს, "პოს ტვ"-ის საგამოძიებო რეპორტაჟით გახდა ცნობილი. სატელეფონო კომუნიკაციაში ე.წ. პროევროპული აქციების მხარდამჭერსა და რუსულ კომპანიას შორის კავშირს ადასტურებს "ვაილდბერიზ საქართველოს" თანამშრომელიც, რომელმაც ბაღდავაძის, როგორც რუსულ ბიზნეს-კომპანიასთან თანამშრომლობაში მყოფი პირის საკონტაქტო ინფორმაცია, ჟურნალისტს მიაწოდა.

თავად ბაღდავაძემ, ჟურნალისტთან, რომელიც მას სარეკლამო კომპანიის წარმომადაგენლად გაეცნო, სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ საახალწლო რეკლამასთან დაკავშირებულ საკითხებს მისი თანამშრომლები აგვარებენ.

"მოდით, თქვენს ნომერს გადავცემ, აუთსორსზე არის ჩემი ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ამ თემაზე მუშაობს და ის დაგიკავშირდებათ, იმიტომ, რომ მე არ მეხება კონკრეტულად რეკლამა", - განუცხადა ბაღდავაძემ ჟურნალისტს. თეონა ბაღდავაძე ფლობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოს "Key Agency", რომლის თანამშრომელი, რიმა სარუხანიანი, ჟურნალისტს ბაღდავაძესთან საუბრიდან ცოტა ხანში დაუკავშირდა როგორც "ვაილდბერიზის" პიარ-წარმომადგენელი საქართველოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×