რეზონანსი
28.12.2025

მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია „იგლ ჰილსის“, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბიუჯეტს, რაც ძალიან დიდი თანხებია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში“.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ისევ მოხმარება ქვეყნის განვითარებას, სოციალური პაკეტის გაფართოებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და ა.შ.

„თავიდანვე დავინახეთ, რომ იყო სერიოზული შეშფოთება ჩვენს არაკეთილმოსურნეებს შორის, ვგულისხმობ უცხოელებს. კონკრეტულ შეხვედრებზე, ჩვენ გვესმოდა ხოლმე გაკვრით საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით და გაღიზიანება აშკარა იყო კონკრეტული სუბიექტების მხრიდან, ვგულისხმობ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს. ეს გაღიზიანება გამოჩნდა და აქედან ძალიან მალევე დაიწყო კოორდინირებული კამპანია ამ ინვესტიციის წინააღმდეგ.

მინდა შეგახსენოთ, რა იქნება ეკონომიკური და ფინანსური შედეგი ამ ინვესტიციის. რაც შეეხება ეკონომიკურ შედეგს, მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია. რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბიუჯეტს, რაც ძალიან დიდი თანხებია. ეს ისევ მოხმარდება ქვეყნის განვითარებას, სოციალური პაკეტის გაფართოებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და ა.შ.“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×