რეზონანსი
28.12.2025

ირანის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა დასავლეთთან და ისრაელთან ომშია, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩემი აზრით, ჩვენ ვართ სრულმასშტაბიან ომში ამერიკასთან, ისრაელთან და ევროპასთან. მათ არ სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა ფეხზე დადგეს“, – ამბობს პეზეშკიანი.

მისივე თქმით, ირანი ალყაშია მოქცეული და სირთულეებს უქმნიან, მათ შორის სანქციების ხელახლა დაწესების გზით.

„ერთი მხრივ, ისინი ბლოკავენ ჩვენს ვაჭრობას, მეორე მხრივ კი, ირანის საზოგადოების მოლოდინები იზრდება. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რაც შეგვიძლია მთელი ჩვენი ძალით, რომ ქვეყანაში სიტუაცია გამოვასწოროთ“, – ამბობს ირანის პრეზიდენტი.

ირანის პრეზიდენტმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ში ვიზიტისთვის ემზადება, სადაც ის დონალდ ტრამპთან ირანის საკითხის განხილვას აპირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×