რეზონანსი
28.12.2025

ახალი სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა, თითქოს ზარის განხორციელების ფაქტი ფიქსირდება, არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი დაიჭირონ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც 4 ოქტომბერს მოვლენებთან დაკავშირებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას დაკავებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეს სტანდარტი მიუღებელია.

„ახალი სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა, თითქოს ზარის განხორციელების ფაქტი ფიქსირდება, არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი დაიჭირონ. მთავარი პრობლემა არის ის, რომ იცნობს კონკრეტულ პიროვნებებს და მათთან ჰქონდა კავშირი. ზარების რაოდენობა არის მთავარი მტკიცებულება ადამიანის წინააღმდეგ. ეს სტანდარტი არის ჩემთვის მიუღებელია", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×