რეზონანსი
28.12.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

როგორც ცნობილია, პროკურატურა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით, გუშინ 4 პირი დააკავა, ხოლო, ჯამში, პასუხისგებაში მიეცა 11 ადამიანი.

კერძოდ, საქმე ეხება, აღნიშნული გამოძიების მეორე ეპიზოდს - კასპის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტს, რომლისთვისაც დაკავებულნი არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი და ერთი მოქალაქე, რომლის დახმარებითაც სააგენტოს თანამშრომელმა, 560 ლარის სანაცვლოდ, დაამზადა საქონლის ხორცის რეალიზაციისთვის საჭირო ყალბი მოწმობები ისე, რომ არც ხორცის ვარგისიანობა და არც მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქცია არ შეუმოწმებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×