
"თუნდაც ის, რომ დუმილის უფლებას ინარჩუნებს, ეს მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და ამ უბედურებაში თვითონ იყო ჩართულ", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თავდაცვის ყოფილის მინისტრის, ბაჩო ახალიას შესახებ განაცხადა.
გია ვოლსკის თქმით, საქმეში არსებობს მტკიცებულებები და დარწმუნებულია , რომ გამოძიება შესაბამის მასალებს დადებს.
"ბაჩო ახალაიასაც, ზუსტად 4 ოქტომბერს ყოველ წუთში ურეკავდნენ, ამ ექსტრემისტების გადაადგილების პოზიციები იცვლებოდა. ქვეყნის არევა, მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტულ ძალებს კონკრეტული მიზნით სჭირდებათ. თუნდაც ის, რომ დუმილის უფლებას ინარჩუნებს, ეს მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და ამ უბედურებაში თვითონ იყო ჩართული. რასაკვირველია, გამოძიება თავის მასალებს დადებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.