
დღგ-სთან დაკავშირებული სპეკულაციები არის აბსოლუტურად უადგილო, როცა საუბარია 100%-იან ფასნამატზე და შენ 18%-იან დღგ-ზე საუბრობ, აქ ჩანს, რამდენად დიდია სპეკულაცია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, როცა საუბარია 100%-იან ფასნამატზე და მეორე მხრივ, 18%-იან დღგ-ზე, ჩანს, რამდენად დიდია სპეკულაცია.
„დღგ-სთან დაკავშირებული სპეკულაციები არის აბსოლუტურად უადგილო. 86%-ია ფასნამატი, ყოველგვარი გადასახადების გარეშე, საზღვრიდან დახლამდე. ამას რომ დავამატოთ საზღვრამდე ფასნამატი, გამოდის ორმაგი და მეტი. როცა საუბარია 100%-იან ფასნამატზე და შენ 18%-იან დღგ-ზე საუბრობ, აქ ჩანს, რამდენად დიდია სპეკულაცია. გადასახადი არის ის, რაც ბოლოს ისევ ხალხს უბრუნდება, იმიტომ, რომ შედის ბიუჯეტში და შემდეგ ხმარდება სოციალურ პროგრამებს, ინფრასტრუქტურას და ა.შ. განსხვავებით იმ ფასნამატისგან, რომელიც შედის ბიზნესებში. აქ სპეკულაციები არის საკმაოდ უადგილო. საუბარია ორმაგ ფასნამატზე და აქ 18%-ზე საუბრობენ. ფასნამატი რომ ნაკლები იყოს, დღგ-ც აბსოლუტურ მაჩვენებლებში იქნება უფრო ნაკლები. შენ თუ ნაკლებ ფასნამატს დაადებ, მაგალითად, მესამედით თუ შემცირდება მათი ფასნამატი, დღგ-ც შესაბამისად, პროპორციულად შემცირდება“, - განაცხადა პრემიერმა.