
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას დაკავებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წამობრივი სიზუსტით წარმოადგინა მტკიცებულებები თუ რა აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა "მშვიდობიანი დამხობის" მოთავე ნაცგარეწრებს შორის.“
ანალიტიკოსის შეფასებით, ვერც ერთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ვერ იქნება სისრულეში მოყვანილი, როცა საქართველოს ჰყავს საიმედო, პატრიოტული და სუპერ პროფესიონალი სპეცსამსახურები და სამართალდამცველი სტრუქტურები.
„4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის ორგანიზატორებს ბაჩანა ახალაიას ხელმძღვანელობით, ეგონათ, რომ ამას ინტერნეტაპლიკაციებით მოახერხებდნენ, თუმცა სუს-ის ფილიგრანული მუშაობით ყველაფერი გამოვლენილი და აღკვეთილია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წამობრივი სიზუსტით წარმოადგინა მტკიცებულებები თუ რა აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა "მშვიდობიანი დამხობის" მოთავე ნაცგარეწრებს შორის.
სპეცსამსახურის გადასაწყვეტია თუ რა ოდენობის აუდიო თუ ვიდეო მტკიცებულებებს წარმოადგენენ საზოგადოებისთვის სასამართლომდე.
ფაქტია, რომ ვერც ერთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ვერ იქნება სისრულეში მოყვანილი, როცა საქართველოს ჰყავს საიმედო, პატრიოტული და სუპერ პროფესიონალი სპეცსამსახურები და სამართალდამცველი სტრუქტურები.“ - წერს აბაშიძე.