|

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვა თქვეს. ბრალდების მხარის მოთხოვნით გამოსაკვლევ მტკიცებულებებს კიდევ 7 კომპიუტერული დისკი დაერთო, სადაც ბრალდებულების კომუნიკაციაა ასახული. ასევე, გამოსაკითხ პირთა რაოდენობას, ექსპერტებიც დაემატნენ. "მხარეებმა წარვადგინეთ შესავალი სიტყვები. კერძოდ, განვმარტეთ რა ედებათ აღნიშნულ პირებს ბრალად, რა მტკიცებულებების საფუძველზე მოვახდენთ ჩვენი პოზიციის დადასტურებას. ასევე, ბრალდების მხარემ მოითხოვა დამატებითი მტკიცებულებების დართვა. ეს არის კომპიუტერული და სასაქონლო ექსპერტიზები. კონკრეტულად, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას და მათგან ამოღებული მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი იქნა გარკვეული სახის ინფორმაცია. აგრეთვე, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა ეხება უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძის გარკვეული ქმედებების შეფასებას და მათი რეალური ღირებულებების დადგენას. შემდგომი პროცესიდან უკვე ბრალდების მხარე დაიწყებს მტკიცებულებათა აქტიურ კვლევას და ამ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას." - აცხადებს პროკურორი ანა ლეკიაშვილი.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|