|

პარლამენტი ქსელურ მაღაზიებში საკვებ პროდუქტებზე არსებული ფასების შესწავლას საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე დაიწყებს. საკანონმდებლო ორგანო სპეციალური კომისიის შექმნას აპირებს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე მუშაობას იწყებს კონკურენციის სააგენტოც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საკითხს დეტალურად შეისწავლის. სურსათის ფასებზე კომპლექსური მიდგომის მიზნად სავარაუდო კარტელური გარიგებების გამოვლენა და პრობლემის მოგვარება სახელდება. "არის ბევრი კითხვის ნიშანი, მათ შორის, რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას ზოგიერთი თანამდებობის პირი. ხომ არ იყო შეგნებულად ნაბიჯები გადადგმული, სხვების მფარველობა და ა.შ. რამაც საბოლოო ჯამში, გამოიწვია ამ მიწოდების ჯაჭვში მონაწილე აქტორების მხრიდან ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც სცდება ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას. ეს არის მრავალწახნაგიანი პროცესი, ყველა ამ საკითხს - პარლამენტის ნაწილში ჩვენ გამოვიკვლევთ, შევისწავლით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნაწილში თავად უსაფრთხოების სამსახური შეისწავლის. კონკურენციის სააგენტო იქნება თუ სხვა, ყველა იქნება ერთიანად მოწოდებული იმისთვის, თავისი ნაწილი შეისწავლოს და გავამარტივოთ ამ პროცესში ჩვენი მოსახლეობის ინტერესები," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|