რეზონანსი
25.12.2025

ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, რომ სურსათზე დაბალი ფასები ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება და საქართველოს მთავრობა, ხალხზე ზრუნვით ქვეყანას ევროკავშირში ვერ გააწევრიანებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი წერს სოციალურ ქსელში.

შაქარიშვილის თქმით, აღნიშნული რეზოლუცია ამბობს, რომ მშვიდობით, ინვესტიციებით და სუვერენიტეტით, ევროკავშირი საქართველოს მიღებაზე უარს აცხადებს და სვამს რიტორიკულ კითხვას, თუ რა უნდა უპასუხოს ხალხმა მათ.

„ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, რომ სურსათზე დაბალი ფასები ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება და საქართველოს მთავრობა, ხალხზე ზრუნვით ქვეყანას ევროკავშირში ვერ გააწევრიანებს.

არა რუსულ დაბალ ფასებს!!!

მშვიდობით, ინვესტიციებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობით, ოჯახური და ტრადიციული ღირებულებებით, მართლმადიდებლობით, სუვერენიტეტით, პრაგმატულობით, განვითარებით ევროკავშირის “აღთქმულ მიწაზე” ვერ მოხვდებითო…

და რა ვუპასუხოთ…?“ - წერს შაქარიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×