რეზონანსი
25.12.2025

ვეხმაურები რა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის კიდევ ერთ საინტერესო წერილს, აღვნიშნავ - ანტიქართული ძალების პერვერსიული განცხადებები, რომ აქ თურმე თავისუფალ მედიას "ახშობენ", დეზავუირდება რადიკალების 24/7 მაუწყებლობებით, მითები "მიტაცებულ" მართლმსაჯულებაზე - საერთაშორისო ინდექსებით - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის შეფასებით, თვითმყოფადობაზე მუდმივი ზრუნვა და მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებაზე სრული ფოკუსირება არის არა მხოლოდ არჩეულ მმართველთა, არამედ ამომრჩეველთა უწინარესი პასუხისმგებლობა.

„ვეხმაურები რა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის კიდევ ერთ საინტერესო წერილს, აღვნიშნავ - ანტიქართული ძალების პერვერსიული განცხადებები, რომ აქ თურმე თავისუფალ მედიას "ახშობენ", დეზავუირდება რადიკალების 24/7 მაუწყებლობებით, მითები "მიტაცებულ" მართლმსაჯულებაზე - საერთაშორისო ინდექსებით.

რებრენდიგის ფაზაში მყოფი გლობალური ოლიგარქიული მმართველობის პერსონაჟები ვერ ეგუებიან, რომ საქართველო აღარაა მართული "კანტორა-ტერიტორია". ამასთან, გარე უსინდისოთა ტოქსიკური პროპაგანდა და უსაქციელო მენტორული ტონი აბუჩადაა აგდებული ქართული საზოგადოების მიერ და უსამშობლო" "ნაცბენეფიციარების" მიღმა ვერსად ახდენენ გავლენას.

თვითდამშვიდების საფუძველი დიდხანს არ იარსებებს. თვითმყოფადობაზე მუდმივი ზრუნვა და მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებაზე სრული ფოკუსირება არის არა მხოლოდ არჩეულ მმართველთა, არამედ ამომრჩეველთა უწინარესი პასუხისმგებლობა.“ - წერს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×