რეზონანსი
25.12.2025

თურქეთში დააკავეს 115 პირი, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში არიან ეჭვმიტანილი.

სტამბოლის მთავარი პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული პირები შობისა და ახალი წლის დღესასწაულებზე გეგმავდნენ თავდასხმის მოწყობას.

„მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაცია მოწოდებებს აკეთებდა და გეგმავდა თავდასხმებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ძირითადად არამუსლიმების წინააღმდეგ, მომავალი შობისა და ახალი წლის ღონისძიებების ფარგლებში. ამოღებულია პისტოლეტები, საბრძოლო მასალა და მრავალი ორგანიზაციული დოკუმენტი“, – ნათქვამია სტამბოლის მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, პოლიციამ სტამბოლში 124 ადგილას ჩაატარა რეიდი და 137 ეჭვმიტანილიდან 115 დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×