
„ხალხის ძალის“ დეპუტატი, ზურაბ ქადაგიძე, ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილ მედიებს მიმართავს, რომლებიც ფასების ზრდას ხელისუფლების საგადასახადო პოლიტიკას უკავშირებენ და აღნიშნავს: „ფასების ზრდა ხელისუფლების საგადასახადო პოლიტიკის ბრალიაო, ჭკვიანი სახეებით რომ ალაპარაკებთ "ტოპ-ტვინებს" და მერე, თქვენი პარტიული მედიით ავრცელებთ ამ სისულელეს, საკუთარი "ბაბლის" გარდა ვინმეს აჯერებთ ამას?!“
დეპუტატის შეფასებით, პრემიერის ინიციატივის "გაშავება" საგადასახადო პოლიტიკის მოშველიებით, მათ "ინტელექტუალურ შესაძლებლობებს" აჩვენებს.
„ქართველ ხალხს რომ სულელად თვლით და გგონიათ ყველანაირ სიგიჟეს შეასაღებთ, მაგიტომ ხართ იქ სადაც ხართ!
ფასების ზრდა ხელისუფლების საგადასახადო პოლიტიკის ბრალიაო, ჭკვიანი სახეებით რომ ალაპარაკებთ "ტოპ-ტვინებს" და მერე, თქვენი პარტიული მედიით ავრცელებთ ამ სისულელეს, საკუთარი "ბაბლის" გარდა ვინმეს აჯერებთ ამას?!
დღგ საქართველოში 18%-ია (2005 წლიდან) — არ გაზრდილა.
მოგების გადასახადი 15%-ია — არც ეს გაზრდილა.
2017 წლიდან მოგებაზე გადასახადი იხდება მხოლოდ განაწილებისას, ინვესტირებულზე 0%.
აქციზი არ არის ხალხის გადასახადი - ეხება მხოლოდ საწვავს, თამბაქოს, ალკოჰოლსა და ავტომობილებს.
პურზე? - არა
წამალზე? - არა
ყოველდღიურ პროდუქტებზე? - არა
პრემიერის ინიციატივის გაშავება საგადასახადო პოლიტიკის მოშველიებით, თქვენს "ინტელექტუალურ შესაძლებლობებს" აჩვენებს.
კარტერულ გარიგებებსა და ხელოვნურად გაზრდილ ფასებს ხელისუფლებას ვერ დააბრალებთ, რადგან სახელმწიფოს გადასახადი არასდროს გაუზრდია!
ნუ, იმათ აღარაფერი გეშველებათ, ვისაც "ლელოელი" პოლიტიკოსები დიდი ეკონომისტები გგონიათ, რომანა გოცირიძე ძლიერი ფინანსისტი და ხუხაშვილი პოლიტიკის ანალიტიკოსი!“ - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.