რეზონანსი
26.12.2025

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხის გამცემი 21 სუბიექტი დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სებ-ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საფინანსო სექტორის დაჯარიმების ძირითადი მიზეზია, ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარუდგენლობის ფაქტები, რაც ერთჯერადად 5000 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დაჯარიმებულ სესხის გამცემ სუბიექტებს, ჩამონათვალი ასეთია: შპს „იუპიტერი XXI“; შპს „კრედიტ+“

შპს „გოლდ კრედიტი“;  შპს „მობაილ კრედიტი“; შპს „ფინექსი“; შპს „მრ.კრედიტ MR.credit“; შპს „სტანდარტ+“; შპს „პრემიუმ კაპიტალი“; შპს „რომა“; შპს „საფინანსო პლიუსი“; შპს „მუმია“; შპს „კაპიტალი“; შპს „კ.ნ კრედიტი“; შპს „მიდასი-2023“; შპს „აისის“; შპს „დავით 24“; შპს „ივესტი“; შპს „საქართველოს აღსრულების სამსახური“; შპს „უნივერს ექსპრესი“; შპს „სამუ“; შპს „ელკრედიტი“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×