რეზონანსი
26.12.2025

ღვინის ეროვნული სააგენტოს 11 თვის მონაცემებით, მსოფლიოს 70 ქვეყანაში ექსპორტირებულია 245 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 82.3 მლნ-მდე ლიტრი ღვინო, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით თანხაში - 7%-თაა შემცირებული, ხოლო რაოდენობაში - 9%.

როგორც სააგენტოში საქართველოს პირველ არხს განუმარტეს, მსოფლიოს 55 ქვეყანაში ექსპორტირებულია 37.7 მლნ ლიტრი 257.5 მლნ აშშ დოლარამდე ღირებულების სპირტიანი სასმელები.

ჯამურად, 11 თვეში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტით, ქვეყანაში შემოსავლის სახით მიღებულია მნიშვნელოვანი თანხა - ნახევარ მილიარდამდე - 502.5 მლნ) აშშ დოლარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×