
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იწყებს სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებული საკითხის დეტალურ შესწავლას.
მაღრაძის თქმით, ნებისმიერ ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას, შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწყებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საკითხის დეტალურ შესწავლას და შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ მთავრობა აქტიურად იმუშავებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მიაღწიონ. პრემიერის თქმით, თხოვნით მიმართავს პარლამენტს, რათა საკითხის შესაფასებლად შექმნას საპარლამენტო კომისია. ამასთან, ირაკლი კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს საკითხის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდა.