რეზონანსი
26.12.2025

ახალაიას ცოლი ორი თვე 4 ოქტომბრის „მშვიდობიან დამხობაზე“ კამპანიას ეწეოდა – საჯაროდ. ვინც კრიტიკულ აზრს გამოხატავდა, თავს ესხმოდა საჯაროდ, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, „60 კაცია ციხეში სააკაშვილის უპასუხისმგებლო ავანტიურის გამო“.

„ჩერგოლეიშვილიო - ნაცები ხავიან ახალაიას დაჭერაზე (იხავლეთ, ჯანში მიმდის). მეგობრებო, ახალაია კი არა, 60 კაცია ციხეში სააკაშვილის უპასუხისმგებლო ავანტიურის გამო. ვინც ვამტკიცებდით, რომ აფერაა მთელი ეს „დამხობა“, არანაირი საფუძველი არ აქვს და მხოლოდ დემოკრატიული ოპოზიციის დისკრედიტაციისთვისაა მოგონილი - ქოცებთან შეკრულებს გვიწოდებდით და ჩვენს დისკრედიტაციას ეწეოდით. სააკაშვილ/ხაზარაძის ტელეკლოაკებზე დაბლოკილი იყო დისკუსიაც და ის სპიკერებიც, ვინც ოთხი ოქტომბრის ფარსს საფრთხედ და უდიდეს ზიანად ვთვლიდით. ახალაიას ცოლი ორი თვე 4 ოქტომბრის „მშვიდობიან დამხობაზე“ კამპანიას ეწეოდა – საჯაროდ. ვინც კრიტიკულ აზრს გამოხატავდა, თავს ესხმოდა - საჯაროდ. (გაითვალისწინეთ, რომ საჯაროდ აკეთებდა ამას და ისიც გაითვალისწინეთ, რომ „ხელნაწერები არ იწვის“) გრძელვადიან პროტესტს ვინც „მხარს უჭერს“, ქოციაო - ნანულები ჯღაოდნენ და ჩერგოა შუაში? ჩერგოს ბრალია, რომ არ დაუჯერეთ და ეს სამარცხვინო ცირკი არ შეწყვიტეთ? სხვა დროს დამიჯერეთ ხოლმე. ეგაა და ეგ. როგორ ფიქრობთ, რატომ ვანგრევ ოპო ტელეკლოაკებს? ტელევიზორში მინდა? არა! მკიდია მაგათთან „დაგავარნიაკები“. თავისუფალი მედია მინდა, სადაც ნებისმიერი კრიტიკა თავისუფალია, მოქალაქეებს დამოუკიდებლად აზროვნების საშუალებას აძლევს და ოპოზიცია ჯოგად არაა ქცეული“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა. როგორც სუს-ში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბაჩო ახალაია „დანაშაულებრივ მოვლენებს ხელმძღვანელობდა და მთავარი ორგანიზატორი იყო“. სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ ბაჩანა ახალაიასთან ერთად დააკავეს ანა ნადარეიშვილი და აღნიშნეს, რომ „მიღებულია გადაწყვეტილება ანა ნადარეიშვილის გათავისუფლებაზე“.  როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგზე აღინიშნა, გამოძიება იმსჯელებს, მონაწილეობდა თუ არა ისიც 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×