რეზონანსი
24.12.2025

მომღერალი გია გაჩეჩილაძე კვლავ ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ საუბრობს და მათ ციხიდან გამოშვებისთვის ხელმოწერების შეგროვებას აპირებს:

"ამას აუცილებლად გავაკეთებ - ხელმოწერების შეგროვება დავიწყოთ იმიტომ, რომ ამათი მთავარი ამბავი ის არის, რომ იყვნენ ციხეში და პოლიტიკური სპეკულაციები აკეთონ, პრესაში, მედიაში... მე მზია ამაღლობელსაც დავარტყამდი პანჩურს და გამოვაგდებდი, ვითომ მედიის კორიფეს, სახაროვის პრემია კი არა ჩვეულებრივი მოძალადეა, პოლიციელს დაარტყა სილა, რა სახაროვი, ყველამ იცის ეგ ამბავი ხომ? და ყველამ ნახა, ვის რაში სჭირდება შენი მედია, მედიები გყავთ აგერ გრიგოლიები და ქვეყანა მედიები ვერაფერს ვერ აკეთებენ, მზია ამაღლობელს რა უნდა გაეკეთებინა, ვინ იცნობდა საერთოდ მზია ამაღლობელს, "სახაროვის პრემია", მაგრები ხართ...

როგორც ზურა გირჩი ჯაფარიძე გამოვუშვით პანჩურით, ისე უნდა გამოვუშვათ ეგენი, გეუბნებით მე თქვენ რა, არ ღირს მაგათთან არავითარი ლოლიავი, პოლიტიკური პროტესტების აშენება მაგათ ხარჯზე. ასე რომ, დავიწყებთ ჩვენ ხელმოწერების შეგროვებას მათ გათავისუფლებაზე და მაინტერესებს ვინ მოაწერთ ხელს და ვინ არა, რომ დაგადგებიან პირდაპირ ჟურნალისტები კალმისტრებით.

ხომ ხართ თან ბევრნი, ერთად ყველამ, რომ მოაწეროთ ჩვეულებრივ გამოვლენ და თუ თქვენ არ მოაწერთ, ჩვენ მოვაწერთ და მაინც გამოვლენ, ოღონდ პანჩურით" - თქვა უცნობმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×