რეზონანსი
24.12.2025

დასავლეთმა უარყო მშვიდობა რუსეთთან ან საბჭოთა კავშირთან, რომლის მთავარი ნაწილიც რუსეთი იყო, 180 წლის განმავლობაში, 1840-იანი წლებიდან მოყოლებული, არაერთხელ. ეს არის ღრმა რუსოფობია, რომელმაც ევროპას განუზომელი ზიანი მიაყენა ამ უგუნური, ყოვლისმომცველი, გაუმართლებელი, არარეალური უნდობლობითა და მოტყუებით, დასავლეთის მიერ პოტსდამში თუ გორბაჩოვთან 1990 წლის თებერვალში და სხვა მრავალ შემთხვევაში დადებული შეთანხმებების დარღვევით და რუსეთთან ან საბჭოთა კავშირთან კოლექტიური უსაფრთხოების არაერთხელ უარყოფით,  -  ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ეკონომისტმა ჯეფრი საქსმა განაცხადა.

მისი განმარტებით, რასაც ახლა ვხედავთ, დასავლეთის რეფლექსური რეაქციაა და გასაკვირი არ არის, რომ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ხელმძღვანელობით, ევროპამ კვლავ წამოიწყო მცდარი თამაში, რომელიც მისთვის საფრთხის შემცველია, პირველ რიგში იმიტომ, რომ კიდევ ერთ ომში შედიან.

"ამან გამოიწვია ევროპული ომები ან ევროპის დაუცველობა. ასე რომ, ის, რასაც ახლა ვხედავთ, არის დასავლეთის ერთგვარი რეფლექსური ქმედება, ამჯერად, რაც სულაც არ არის გასაკვირი, მას სათავეში უდგანან საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია - ქვეყნები, რომლებმაც ეს მცდარი, დამღუპველი თამაში რამდენჯერმე ითამაშეს და ისინი ამას კიდევ ერთხელ, ისევ და ისევ აკეთებენ. ეს ძალიან სამწუხაროა საყურებლად. ეს ღრმად საფრთხის შემცველია თავად ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან. ისინი ამას წინასწარმეტყველებენ და მოუწოდებენ კიდეც ამისკენ. თავის მხრივ, ეს უცნაურია. ტრაგიკულია, მაგრამ ეს განმეორებადი ნიმუშია, რომელიც თითქმის ორი საუკუნის წინანდელ რუსოფობიაზეა დაფუძნებული." - აღნიშნა ჯეფრი საქსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×