რეზონანსი
23.12.2025

 პრო­კუ­რა­ტუ­რა გიგა ავა­ლი­ა­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა კვლავ გა­მოთ­ქვამს მზა­ო­ბას, ნე­ბის­მი­ერ დროს შეხ­ვდეს და­ზა­რა­ლე­ბულ მხა­რეს და დე­ტა­ლუ­რად გა­ნუ­მარ­ტოს თი­თო­ე­უ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის და ამ მოქ­მე­დე­ბა­თა სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის ქმე­დე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას მო­ახ­დი­ნოს სხვა პირ­თა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა.

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია გიგა ავა­ლი­ა­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე.

გუ­შინ, 2025 წლის 22 დე­კემ­ბერს, გიგა ავა­ლი­ა­ნის ოჯა­ხის წევ­რებს შე­ე­თა­ვა­ზათ თბი­ლი­სის პრო­კუ­რორ­თან შეხ­ვედ­რა. თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შეხ­ვედ­რა­ზე მი­სულ გიგა ავა­ლი­ა­ნის ოჯა­ხის წევ­რებს, პრო­კუ­რა­ტუ­რის ში­ნა­გა­ნა­წე­სის თა­ნახ­მად, ტე­ლე­ფო­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლურ შე­სა­ნახ კა­რა­და­ში გან­თავ­სე­ბა ეთხო­ვათ, რა­ზეც მათ უარი გა­ნა­ცხა­დეს, იმ მო­ტი­ვით, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას შე­სა­ნა­ხად ვერ ან­დობ­დნენ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებს და მო­ი­თხო­ვეს შეხ­ვედ­რა­ზე ტე­ლე­ფო­ნე­ბით შე­სუ­ლიყ­ვნენ. რო­გორც წესი, პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­ნო­ბა­ში მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ და­იშ­ვე­ბი­ან. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დას, ეკა კუ­პა­ტა­ძეს შეს­თა­ვა­ზეს შეხ­ვედ­რა­ზე მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით დას­წრე­ბა, თუმ­ცა ოჯახ­მა შეხ­ვედ­რა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

პრო­კუ­რა­ტუ­რა გიგა ავა­ლი­ა­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა კვლავ გა­მოთ­ქვამს მზა­ო­ბას, ნე­ბის­მი­ერ დროს შეხ­ვდეს და­ზა­რა­ლე­ბულ მხა­რეს და დე­ტა­ლუ­რად გა­ნუ­მარ­ტოს თი­თო­ე­უ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის და ამ მოქ­მე­დე­ბა­თა სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის ქმე­დე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას მო­ახ­დი­ნოს სხვა პირ­თა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა.

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია გიგა ავა­ლი­ა­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე.

გუ­შინ, 2025 წლის 22 დე­კემ­ბერს, გიგა ავა­ლი­ა­ნის ოჯა­ხის წევ­რებს შე­ე­თა­ვა­ზათ თბი­ლი­სის პრო­კუ­რორ­თან შეხ­ვედ­რა. თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შეხ­ვედ­რა­ზე მი­სულ გიგა ავა­ლი­ა­ნის ოჯა­ხის წევ­რებს, პრო­კუ­რა­ტუ­რის ში­ნა­გა­ნა­წე­სის თა­ნახ­მად, ტე­ლე­ფო­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლურ შე­სა­ნახ კა­რა­და­ში გან­თავ­სე­ბა ეთხო­ვათ, რა­ზეც მათ უარი გა­ნა­ცხა­დეს, იმ მო­ტი­ვით, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას შე­სა­ნა­ხად ვერ ან­დობ­დნენ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებს და მო­ი­თხო­ვეს შეხ­ვედ­რა­ზე ტე­ლე­ფო­ნე­ბით შე­სუ­ლიყ­ვნენ. რო­გორც წესი, პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­ნო­ბა­ში მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ და­იშ­ვე­ბი­ან. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დას, ეკა კუ­პა­ტა­ძეს შეს­თა­ვა­ზეს შეხ­ვედ­რა­ზე მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით დას­წრე­ბა, თუმ­ცა ოჯახ­მა შეხ­ვედ­რა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, გიგა ავა­ლი­ა­ნის ოჯა­ხის წევ­რებს, მათ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­თან ერ­თად, შეს­თა­ვა­ზეს საპ­რო­კუ­რო­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა. ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით შეხ­ვედ­რა­ზე დას­წრე­ბის შე­სა­ხებ შე­ზღუდ­ვა სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა, რათა ეს არ გამ­ხდა­რი­ყო მო­რიგ ჯერ­ზე შეხ­ვედ­რა­ზე უა­რის თქმის სა­ბა­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რა ოჯა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მა­ინც არ შედ­გა.

ასე­ვე, გან­ვმარ­ტავთ, რომ შსს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს, ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი და­რე­ჯან სუ­ლაშ­ვი­ლი გა­ეც­ნო სა­ერ­თო ჯამ­ში 7-ჯერ - 2025 წლის 23, 25 და 28 ოქ­ტომ­ბერს, ასე­ვე 11, 16, 17 და 19 ნო­ემ­ბერს, რაც მას ყვე­ლა ჯერ­ზე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვს სა­კუ­თა­რი ხელ­მო­წე­რით. 2025 წლის 7 ნო­ემ­ბერს ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა ითხო­ვა საქ­მის მა­სა­ლის ას­ლე­ბის გა­და­ცე­მა, რა­ზეც მას პრო­კუ­რო­რის დად­გე­ნი­ლე­ბით უარი ეთ­ქვა საქ­მის მა­სა­ლე­ბის გახ­მა­უ­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბის, შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის მო­ტი­ვით და არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა ზემ­დგომ პრო­კუ­რორ­თან გა­სა­ჩივ­რდა 19 ნო­ემ­ბერს და ვი­ნა­ი­დან 18 ნო­ემ­ბერს საქ­მე უკვე სა­სა­მარ­თლო­ში იყო წარ­მარ­თუ­ლი, სა­ჩივ­რის ავ­ტორს ეც­ნო­ბა, რომ სა­ჩივ­რის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც მოკ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით შე­საძ­ლებ­ლო­ბას საქ­მის მა­სა­ლე­ბის გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ, ვი­ნა­ი­დან საქ­მე ამ დროს უკვე სა­სა­მარ­თლო­ში იყო გა­დაგ­ზავ­ნი­ლი.

ამის შემ­დეგ ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა საქ­მის მა­სა­ლე­ბის გა­და­ცე­მის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის არ­სე­ბი­თად გან­მხილ­ველ მო­სა­მარ­თლეს. სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ად­ვო­კა­ტის თხოვ­ნა და რად­გან სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რე­ბენ არას­რულ­წლოვ­ნე­ბი, მო­ი­თხო­ვა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლეს და­ე­წე­რა ხელ­წე­რი­ლი საქ­მის მა­სა­ლე­ბის გა­უთ­ქმე­ლო­ბის შე­სა­ხებ, რა­ზეც ამ დრომ­დე რე­ა­გი­რე­ბა და უკუ­კავ­ში­რი სა­სა­მარ­თლოს­თან არ მომ­ხდა­რა. სა­სა­მარ­თლოს­თან შე­სა­ბა­მი­სი უკუ­კავ­ში­რის შემ­თხვე­ვა­ში, უკვე მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საქ­მის მა­სა­ლე­ბის გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი და ბრალ­დე­ბუ­ლია ოთხი არას­რულ­წლო­ვა­ნი - სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა) და 376-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა იმის მიერ, ვინც ნამ­დვი­ლად იცის, რომ მზად­დე­ბა და ჩა­დე­ნი­ლია მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნის­თვის.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა კვლავ გა­მოთ­ქვამს მზა­ო­ბას, ნე­ბის­მი­ერ დროს შეხ­ვდეს და­ზა­რა­ლე­ბულ მხა­რეს და დე­ტა­ლუ­რად გა­ნუ­მარ­ტოს თი­თო­ე­უ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის და ამ მოქ­მე­დე­ბა­თა სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის ქმე­დე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას მო­ახ­დი­ნოს სხვა პირ­თა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა.

აქვე გან­ვმარ­ტავთ, რომ რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მხა­რის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან, ასე­ვე არას­რულ­წლო­ვან პირ­თა საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ დრომ­დე თავს იკა­ვებს საქ­მე­ში არ­სე­ბულ ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე სა­უბ­რის­გან",-აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×