რეზონანსი
23.12.2025

სტრუქტურა აქვს ყველა ამ ანგარიშს. ცალკე თავად არის გამოყოფილი კორუფციის საკითხი, ცალკე თავად ადამიანის უფლებების საკითხები. ყველა ქვეყანაზე არის და რატომღაც უკრაინიდან და მოლდოვადან ამოღებულია თავები კორუფციასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით - იმ ორ ქვეყანასთან, სადაც ეს პრობლემა განსაკუთრებით ჩანს, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე საუბრისასა.

პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინაში ბოლო პერიოდში გამხელილი კორუფციული სქემა გაიხსენა, რომელშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართულები და აღნიშნა, რომ ამ საქმის გამოძიება არა უკრაინის შესაბამისი სამსახურების, არამედ გარე ჩარევით ხდებოდა.

„უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ამ ღონისძიებებში პირდაპირ ისხდნენ უცხოელები, რომლებიც ჩხრეკებსა და გამოძიებაში იღებენ მონაწილეობას. ასე რომ, დღეს უკრაინას უკვე აღარავინ ეკითხება, ვის დაუჭერენ, ვის არ დაუჭერენ, რა საქმეს გახსნიან და რას არ გახსნიან. იგივე შეეხება მოლდოვას, რომელიც კორუფციის მხრივ სად დგას ყველა რეიტინგში, ყველამ კარგად იცის.

რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ორივე ქვეყანაში დახურეს ტელევიზიები, რომლებიც მათ არ მოსწონდათ და პირდაპირ. უკრაინაში ფაქტობრივად 1 არხი მუშაობს და 1 ბადე არის. იგივეა მოლდოვაში და ა.შ. რა თქმა უნდა, მიაკრავენ პრორუსულ იარლიყს და ვისაც მიაკრავენ პრორუსულის იარლიყს, შეგიძლია დახვრიტო კიდეც. ეს არის დღეს პროევროპულობა - თუ ვინმეს მოცილება გინდა, დაუძახე რუსი და მერე თუ გინდა მოკალი. აი ეს არის დღეს ევროპული ღირებულებები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×