რეზონანსი
22.12.2025

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავს. შვილმკვდარ ქალს სოლიდარობა მოქალაქეებმა შვილის მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან ერთად გამოუცხადეს. ეკა კუპატაძე პროკურატურას გულგრილობასა და მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს. ოჯახი უკვე რამდენიმე თვეა საქმის მასალების გადაცემას ითხოვს და საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნად ემზადება. ეკა კუპატაძემ პროკურატურას ყველა დამნაშავის დასაკავებლად 2-კვირიანი ვადა მისცა

 "არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ არის უბრალო. მაგრამ ვციტირებ პროკურორ ზუკა გამყრელიძის სიტყვებს: უბრალო საქმე იყო, რომ არ გეყვირათო. ვიმეორებ, არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ არის უბრალო, მაგრამ რადგან ასე მოიხსენია პროკურორმა, დიახ! გიგა ავალიანის სიცოცხლე არ იყო უბრალო და მე ამას ასე უბრალოდ არ დავასრულებ" | განაცხადა ეკა კუპატაძემ საპროტესტო აქციაზე

ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1 ოქტომბერს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს, 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 26 წლის მასწავლებელს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება და დაწერა: "ბოლო დღეების განმავლობაში დაისვა კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ არ არის დაკავებული აღნიშნულ საქმეზე დამატებით სხვა რამდენიმე პირი. საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდნენ, რაც უტყუარად დასტურდება არსებული ვიდეოჩანაწერებით". ავალიანის დედა სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავეების დაკავებას ითხოვს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×