რეზონანსი
22.12.2025

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ ტენდერს და ანაკლიის მისასვლელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობას დავიწყებთ“, - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.

ლაშა აბაშიძის შეფასებით, ეს იქნება მასშტაბური პროექტი, სადაც იგეგმება როგორც სალიანდაგო, ასევე საკონტაქტო ხაზის მშენებლობა.

„საქართველოს რკინიგზა ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი სატვირთო სადგურის აშენებასაც აპირებს. ანაკლიის პორტთან მისასვლელი ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2-2,5 წელიწადში დასრულდება“ - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×