რეზონანსი
22.12.2025

მოვაჭრეებს პიროტექნიკა ჩანოართვეს და დააჯარიმეს - ინფორმაციას თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს. 

განცხადებაში მუნიციპალური ინსპექცია წერს, რომ გამოავლინა პიროტექნიკის უნებართვო რეალიზაციის ფაქტები.

ღონისძიების ფარგლებში, დამრღვევი მეწარმე სუბიექტები დაჯარიმდნენ და მოხდა პროდუქციის კონფისკაცია.

პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის/ლიცენზიის გარეშე, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ"- წერია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ;

კანონდარღვევაზე მონიტორინგი ინტენსიურად გაგრძელდება; 

მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდებს მეწარმეებს, თავი შეიკავონ პროდუქციის უკანონო რეალიზაციისგან"- აღნიშნავენ უწყებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×