რეზონანსი
22.12.2025

გერმანიის ეკონომიკა 2026 წელს მნიშვნელოვანი შეშფოთებით ხვდება. ifo-ს, DIW-სა და RWI-ს კვლევები აჩვენებს, რომ კომპანიების უმრავლესობა სტაგნაციას და უკუსვლას ელის, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა წერს.

გამოცემის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ინდიკატორი სტაბილიზაციისკენ მიუთითებს, კომპანიებში სკეპტიციზმი ჭარბობს.

ამას აჩვენებს ifo ინსტიტუტის, გერმანიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტისა (DIW ბერლინი) და RWI - ლაიბნიცის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ბოლოდროინდელი კვლევები, რომლებიც გადაზიდვების ეკონომიკისა და ლოგისტიკის ინსტიტუტთან (ISL) თანამშრომლობით ჩატარდა. საერთო სურათი ასეთია: ეკონომიკამ დროებით შეაჩერა ვარდნის ტენდენცია, თუმცა აღდგენამდე ჯერ კიდევ შორია.

ifo ინსტიტუტის ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, გერმანული კომპანიების დაახლოებით 26 პროცენტი 2026 წელს მათი ბიზნეს მდგომარეობის გაუარესებას ელის. უმრავლესობა - 59 პროცენტი - ეკონომიკური სიტუაციის უცვლელად დარჩენას პროგნოზირებს, მხოლოდ 14.9 პროცენტი იმედოვნებს ბიზნესის გაუმჯობესებას. IFO-ს კვლევების ხელმძღვანელის, კლაუს ვოლრაბეს აზრით, ეს აშკარა სიგნალია: „კომპანიები ძალიან ფრთხილობენ - ოპტიმიზმის არანაირი ნიშანი არ ჩანს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×