რეზონანსი
22.12.2025

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის უფროსის განცხადებას, რომ ნატოს და ევროკავშირს არ სურს უკრაინაში ომის შეჩერება.

მისივე განმარტებით, მართლაც არსებობენ კონკრეტული ქვეყნები და პოლიტიკოსები, რომლებიც ამ პროცესებს ეწინააღმდეგებიან.

„არსებული ომი თანამედროვე მსოფლიოსთვის დიდი გამოწვევა არის. პრეზიდენტი ტრამპი როცა აირჩიეს მთავარი დაპირება იყო პირველი - ომის დასრულება და მეორე - „დიპ სტეიტის“ დამარცხება. ომის საკითხს რაც შეეხება, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა, არის გამოწვევები, კონკრეტული ქვეყნები და პოლიტიკოსები ომის დასრულებას ეწინააღმდეგებიან. ეს მძიმეა უკრაინისთვის. მტერს არ ვუსურვებ მათ მდგომარეობას. იმედია, მოხერხდება და ომი შეჩერდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×