რეზონანსი
22.12.2025

უკრაინელ ერს აქვს ძალიან მძიმე პრობლემა იმ ბარბაროსული აგრესიის სახით, რომელსაც რუსეთი აწარმოებს. ამ დროს, პოლიტიკურადაც და მორალურადაც მიუღებელია საუბარი, რატომ არ ჩაწერეთ ანგარიშში კორუფციული ფაქტების შესახებ, – ამის შესახებ  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ევროკომისიამ, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, გაფართოების შესახებ შეფასების დოკუმენტიდან კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე შეფასებები ამოიღო.

„ოცნებაზე“ როცა ვსაუბრობთ, ძალიან ირონიულია, როდესაც სხვის კორუფციაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებმაც, ფაქტობრივად, მათი მთავრობის ყველა მაღალჩინოსანი დაიჭირეს და საქმე აღძრეს კორუფციის ბრალდებით. ეს არის ხალხი, რომელიც ამბობს, ჩვენ მშვიდობაში ვართ, იქ ომიაო. ცოტა უნდა რცხვენოდეთ, რომ ომში მყოფ ქვეყანას ედრებიან, რომელთაც გადააჭარბეს და კორუფციაში აჯობეს. პოლიტიკურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, ამორალურია უკრაინისკენ, ომში მყოფი ქვეყნისკენ თითის გაშვერა, იქ კორუფციაა და რატომ არ ლაპარაკობენო“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ფავლენიშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, რა კომენტარს გააკეთებდა მოლდოვასთან დაკავშირებით, რაზეც ფავლენიშვილმა აღნიშნა: „კორუფციის ისეთი სკანდალი, როგორიც საქართველოში არსებობდა, მოლდოვაში არ გამიგია ბოლო წლების განმავლობაში“.

კიდევ ერთ კითხვაზე, სხვა ქვეყნები თუ მოხვდნენ ანგარიშში, უკრაინა და მოლდოვა რატომ არის გამონაკლისი?, ფავლენიშვილმა უპასუხა:

„გამონაკლისი არ არის. უკრაინაში არსებობს კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ნაკლებად ეთმობა ყურადღება ასეთ დეტალებს. ყველა ჭკუათმყოფელი ადამიანისთვის გასაგებია, რომ ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც ებრძვის რუსეთი. ცნობილია, რამხელა არმია ჰყავს რუსეთს და რამხელა აგრესიის მოგერიება უწევს უკრაინას. გასაგებია, რომ „ოცნებას“ არ ყოფნის პოლიტიკური ეთიკა, მორალი მაგრამ სხვებს ჰყოფნით, რომ მუდმივად მაინცდამაინც კორუფციაზე არ იყოს საუბარი ასეთ ქვეყანასთან მიმართებაში, რომელიც მათ შორის ევროპას იცავს რუსული აგრესიისგან. მოლდოვაში არ არსებობს ასეთი საკითხები. ყოველ შემთხვევაში, ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში მე არ გამიგია“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×