
ყველაფრის ფონზე, როდესაც ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებები ხდება და ორმაგი სტანდარტი, მხოლოდ და მხოლოდ იმ კრიზისს გვიჩვენებს, რომელიც ევრობიუროკრატებში არსებობს დღეს. როგორც ჩანს ეს კრიზისი დარჩება, როგორც ევროკავშირის შავი ლაქა, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გაფართოების შესახებ ევროკომისიის შეფასების დოკუმენტზე საუბრისას.
მისი თქმით, ნათელია, რომ როგორც კორუფციის, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სერიოზული პრობლემებია მოლდოვასა და უკრაინაში. შესაბამისად, დოკუმენტი, რომელიც ევროკომისიამ მიიღო, უსამართლოა.
„ისე, როგორც უკრაინაში, ასევე, მოლდოვაშიც, ორივე ქვეყანა ლიდერობს კორუფციის მიმართულებით და ასევე, ძალიან უხეშად ილახება ორივე ქვეყანაში ადამიანის უფლებები. ეს ყველამ ვიცით და ეს არის ის, რაც არის ფაქტი. ამ მხრივ თუ საქართველოს შევადარებთ ერთი მხრივაც და მეორე მხრივაც საქართველოს აქვს სერიოზული პროგრესი. ეს ასევე ევროკავშირის მიერ დაკვეთილი ანგარიშებიდანაც კარგად ჩანს. ყველაფრის ფონზე, როდესაც ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებები ხდება და ორმაგი სტანდარტი, მხოლოდ და მხოლოდ იმ კრიზისს გვიჩვენებს, რომელიც ევრობიუროკრატებში არსებობს დღეს. როგორც ჩანს ეს კრიზისი დარჩება, როგორც ევროკავშირის შავი ლაქა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.