რეზონანსი
22.12.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა, რეალიზაციისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ჯ.დ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ ჯ.დ. ნარკოტიკულ საშუალება "მეთადონის" რეალიზაციას ახდენდა.

"პოლიციამ ჯ.დ.-ს მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო, ასევე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია საბრძოლო ვაზნები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×