რეზონანსი
22.12.2025

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე მიხეილ ყაველაშვილი მეუღლის წინააღმდეგ აგორებულ ბულინგს ეხმაურება:

„ადამიანურად  შევღონდი პირველი ლედის წონის და გარეგნობის  ბულინგზე...

არ  ხართ თქვენ კარგი  ხალხი, ვინც ამას ასე დააფრიალებთ და საზიზღრობებს აკომენტარებთ. 

შარშანდლანდე 10  წელი ვატარე მძიმე წონა.

იმის მიუხედავად როგორ ვცდილობდი ფაშფშა, ჭრელა-ჭრულა ჩითებით რამე მომეხერხებინა გარეგნობისთვის, ეს იყო ტრაგედია. 

წადით ახლა და მათრიეთ  თქვენს ბოროტ, ლუზერ კედლებზე. დამახრჩვეთ მტკვარში, მიძახეთ ბაბო (მეკბილეე, დურა, ბენიათქვენისამ ბოტოქსში ამოწუწულებო)

ბედი თქვენი არ მცალია გიკომენტაროთ  სათითაოდ, სხვა უფრო მძიმე პრობლემები მაქვს მოსაგვარებელი. თქვენი ძალად სვეცკი ბაბლის...   

არ  ვიცი რა ქვია ამ კარგ  გოგოს - პრეზიდენტის ცოლს, გვარი  ვიცი. ვინც იცობთ უთხარით 12 კმ დღეში, 

4  ლ გამოხდილი  წყალი და 4-ჯერადი საათობრივი კვება სიოფირ-ფორსიგა (ექიმთან შეთანხმებით). ეს არის  ჩემი პირადი  38 კგს გაქრობის  მიზეზი.

წარმატება შენ და დაიკიდე ბოროტი კომენტარები", - დაწერა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×