რეზონანსი
21.12.2025

ელისეს სასახლე "მისასალმებლად" მიიჩნევს, რომ ვლადიმირ პუტინი მზადაა ემანუელ მაკრონთან სასაუბროდ და ამ შეხვედრის ორგანიზების შესახებ გადაწყვეტილებას "უახლოეს დღეებში" მიიღებს.

"ჩვენ მივესალმებით კრემლის მიერ ამ ინიციატივის საჯარო მხარდაჭერას. უახლოეს დღეებში გადავწყვეტთ, თუ როგორ გავაგრძელოთ ეს პროცესი", - ნათქვამია ელისეს სასახლის განცხადებაში.

პარასკევს, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "სასარგებლო იქნებოდა ვლადიმირ პუტინთან კვლავ საუბარი", სამიტის შემდეგ, რომელზედაც ევროკავშირი უკრაინის მხარდასაჭერად 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფაზე დათანხმდა.

კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, რომლის ციტირებასაც რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" ახდენს, რუსეთის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან "დიალოგისთვის მზადყოფნა" გამოთქვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×