რეზონანსი
21.12.2025

კაია კალასმა ცილისწამება გამოიყენა თავისი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მან კომენტარი გააკეთა კაია კალასის მიერ ესტონელი კონსერვატორების წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებების საჯაროდ უარყოფასა და პოლიტიკური ოპონენტის მიმართ ცილისწამების აღიარების ფაქტზე.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, საქართველოსთან მიმართებით სწორედ მსგავს რამესთან გვაქვს საქმე.

„იგი ჩვენ გვიყურებს, როგორც პოლიტიკურ ოპონენტს. საქართველოს მიმართაც ხშირ შემთხვევაში გვესმის ისეთი კრიტიკა, ისეთი გამონათქვამები, დამოკიდებულება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სახელმწიფოსთან, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას შორის ურთიერთობასთან და პირდაპირ პოლიტიკური ანგარიშსწორების ელფერს ატარებს", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამი წლის წინ პოლიტიკოს ვარო ვოგლაიუს შესახებ ცრუ ბრალდებები გააჟღერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×