რეზონანსი
21.12.2025

მიზეზი იმისა, რომ ომი დღემდე გრძელდება, ვლადიმერ პუტინია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რატომ არის ასე რთული უკრაინაში ომის დასრულება, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ უპასუხა, რომ „მიზეზი პუტინია".

„ის მზად არის, რომ თავისი ხალხიდან 1.1 მილიონი ადამიანი გაწიროს. წელს მას ძალიან მცირე წინსვლა ჰქონდა. ტერიტორიების მინიმალური ნაწილი დაიკავა. წლის დასაწყისთან შედარებით უკრაინის ტერიტორიის 1%-ზე ნაკლები დაიკავა. ჩვენი შეფასებით რუსეთის მხრიდან 1.1 მილიონი ადამიანი დაღუპულია ან დაჭრილია. ეს საშინელებაა", - განაცხადა მარკ რუტემ.

ასევე, მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიების მიზანი იმის უზრუნვეყოფაა, რომ უკრაინაზე თავდასხმა არასდროს მოხდეს.

„პუტინმა უნდა გაიგოს, რომ კიდევ ერთ თავდასხმას მისთვის დამანგრეველი შედეგები მოჰყვება. ამისთვის სამი დონე არსებობს. პირველი - უკრაინის შეიარაღებული ძალები. მათ ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის დაცვა უნდა შეეძლოთ. მეორე დონე - „მსურველთა კოალიცია". კოალიცია მომავალში ყველაფერს უზრუნველყოფს, რომ პუტინმა ეს აღარ გაბედოს. მესამე დონე - ამერიკის შეერთებული შტატები. ახლა ჩვენ ამ სამი ელემენტის გასაერთიანებლად ვმუშაობთ", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×