რეზონანსი
21.12.2025

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მისი ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის თანამდებობიდან გათავისუფლების მიუხედავად, მასთან ყოველდღიურ ურთიერთობას აგრძელებს, წერს უკრაინული გამოცემა „ზერკალო ნედელი" (Зеркало недели) საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

„ერმაკი არსად წასულა. ის უბრალოდ აღარ ზის ოფისში და აღარ ხელმძღვანელობს პროცესებს 24/7 რეჟიმში. თუმცა, მუდმივად ხაზზეა, საღამოობით კი პრეზიდენტთანაა მის სახლში, კონჩა-ზასპაში", - წერს გამოცემის ჟურნალისტი ინა ვედერნიკოვა.

ზელენსკიმ ერმაკი ნოემბრის ბოლოს, მას შემდეგ გადააყენა, რაც სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომში" თანხების გაფლანგვის გახმაურებულ საქმეზე ერმაკთან ჩხრეკა ჩატარდა. პრეზიდენტმა ვაკანტურ თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატი დაასახელა, თუმცა ოფისის ახალი ხელმძღვანელი ამ დრომდე არ შეურჩევია.

როგორც „ზერკალო ნედელი" აღნიშნავს, ბევრი კანდიდატი სიიდან უკვე ამოვარდა, თავად ზელენსკი კი სინამდვილეში ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლების ის სისტემა, რომელიც მისთვის სწორედ ერმაკმა ააგო. ვედერნიკოვას მოსაზრებით, პრეზიდენტი შეეცდება ბუნდოვანი გახადოს ოფისის ხელმძღვანელის რეალური როლი. ჟურნალისტის წყაროები ამბობენ, რომ ზელენსკი მზად არის ოფისი პირდაპირ მართოს, „მხოლოდ ტექნიკური ფუნქციები დაუტოვოს, ანალიტიკური ბლოკი კი არსებულ სტრუქტურებს შორის გადაანაწილოს, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს აპარატზე".

„პაუზა, რომელიც პრეზიდენტმა აიღო, განსაზღვრავს ძველ-ახალი გარემოცვის სიფრთხილესაც. მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკისთან აშკარად გახშირდა ფრაქციის თავმჯდომარის დავით არახამიას, იულია სვირიდენკოს, მიხეილ ფედოროვის, კირილ ბუდანოვისა და სხვების სტუმრობა, ერმაკის ჩამოწერას, ისევე როგორც ადრე, არავინ ჩქარობს", - ნათქვამია სტატიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×