
ჯერ ცუდი საქმეებით „ცუდია" კალასი დაირქვა და ახლა ცრუპენტელობით „ცრუია" კალასი დაირქვა, - განაცხადა „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა კაია კალასზე საუბრისას.
მისივე თქმით, საკითხავია რამდენად აქვს აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის უფლება ადამიანს, რომელიც ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს და ამას აღიარებს.
„ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს, ამას აღიარებს, ასევე აღიარებს იმას, რომ ის არის მიზანმიმართულად თავდამსხმელი ამა თუ იმ სახელმწიფოებზე და დეზინფორმაციის გამავრცელებელი, ამხელა თანამდებობაზე რომ იყოს რამდენად აქვს ამის უფლება ეს არის კითხვის ნიშანი და ამავდროულად მორალურად რამდენად აქვს იმის უფლება, რომ საქართველო საუბრობს", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამი წლის წინ პოლიტიკოს ვარო ვოგლაიუს შესახებ ცრუ ბრალდებები გააჟღერა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კალასი ვალდებული იყო მისი განცხადების საჯარო უარყოფა გაეკეთებინა.