რეზონანსი
21.12.2025

რუსთავის ციხესთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქცია გაიმართა.

აქციაში მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები მონაწილეობენ. მათ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერი გაშალეს.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეებს თან აქვთ სიმბოლურად ვარდები, ასევე საქართველოსა და უკრაინის დროშები.

აქციის მონაწილეებმა პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 58 წლის იუბილე სწორედ ამ ფორმით მიულოცეს.

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ იმედი გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა დიდხანს არ გაგრძელდება.

„დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა, 58 წლის გახდა. მოვიდნენ ადამიანები, რომლებმაც დღეს აქ ყოფნა საჭიროდ ჩათვალეს. ძალიან მადლობელი ვარ ამ ადამიანების. თუ რამე გაუკეთებია ჩემს შვილს, გააკეთებინა ქართველი ხალხის სიყვარულმა და რწმენამ. ყოველთვის სჯეროდა, რომ ეს განსაკუთრებული ერია, განსაკუთრებული შესაძლებლობების, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, ეს ნიჭიერება, ეს ძალა, ეს ენერგია არის ამ დაწესებულებაშია გამომწყვდეული, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დიდხანს არ და ვერ გაგრძელდება", - განაცხადა გიული ალასანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×