რეზონანსი
21.12.2025

უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის სერიოზული პრობლემა იქნება. ამიტომ, უკრაინის ჩამოშლა უნგრეთის ინტერესებში არ შედის და ჩვენ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, რათა ეს არ მოხდეს", - განაცხადა ორბანმა.

მისი თქმით, მეზობელ ქვეყანაში სტაბილურობას უნგრეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

„უკრაინა მთელი ელექტროენერგიის 44%-სა და გაზის 58%-ს უნგრეთიდან იღებს. ეს რომ არა, უკრაინა უკვე ჩამოიშლებოდა. ომი უკრაინას ყოველდღიურად ასუსტებს. მშვიდობა ერთადერთია, რასაც მისი გაძლიერება შეუძლია", - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×