რეზონანსი
21.12.2025

საქართველოში ვირუსული ინფექციების გავრცელება მკვეთრად გაიზარდა - „ღორის გრიპის" პარალელურად ქვეყანაში A ტიპის ე.წ. ჰონგ-კონგის შტამიც გააქტიურდა. სპეციალისტების ინფორმაციით, აღნიშნული ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება და ხშირად მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება.

ბოლო კვირებში სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. პაციენტებს უმეტესად აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა, ხველა, ძლიერი სისუსტე, თავისა და ყელის ტკივილი, ასევე მადის დაქვეითება.

ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართონ სამედიცინო დახმარებას. ისინი ასევე დამცავ მექანიზმად ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ასახელებენ.

"დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 65% შემთხვევების, როდესაც ლაბორატორიული დადასტურება მოხერხდა, არის სწორედ H3N2 გრიპის ვირუსი, ე.წ. ჰონ კონგის ვირუსი. შემთხვევათა 2%-ში ეს არის H1 ტიპის ანუ ჩვენთვის კარგად ნაცნობი ღორის გრიპის ვირუსი. შემთხვევების 70 % ეს არის გრიპი, რაც აისახება კიდეც მიმართვიანობაში. მოსახლეობის რა ფენა მიეკუთვნება გართულების მხრივ მაღალი რისკის ჯგუფებს: ეს არის 5 წლამდე ბავშვები, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ორსულები, ქორინიკული დაავადების მქონე პირები, - ამბობს იაშვილის ბავშთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

მედიკოსები აღნიშნული ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს ასახელებენ.

"ძალიან კონტაგიოზურია ეს ბოლო, წელს რაც ცირკულირებს ეს A ტიპის გრიპის ვირუსი და ამიტომ კლასებში, სკოლებში და ბაღებში ძალიან სწრაფად ხდება გადადება. რაც მთავარია, იმ პერიოდში, როდესაც ბავშვს უკვე აქვს ცხელება და კატარული მოვლენები, იწყება ზოგადი სისუსტე, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი. მოზრდილი ბავშვები ამ ყველაფერს გვეუბნებიან, პატარები მოლოდ ტირიან, უმადობა აქვთ და ცხელება. ცხელება არის შეუპოვარი და სასურველია, რომ რაც უფრო მცირე ასაკის არის, მით უფრო სწრაფად მიმართონ ექიმს, იმიტომ, რომ ეს ის ვირუსია, რომლის დროსაც, თუ არის რისკ ჯგუფი და ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება, დროს აქვს მნიშვნელობა, იმიტომ, რომ სადღაც 48 საათის განმავლობაში თუ ჩვენ ვიცით, რომ A ტიპის ვირუსია, მაშინ კლინიკაში თუ წვება და ესაჭიროება ანტივირუსული მკურნალობა, ეს ის დროა, როცა უნდა დავიწყოთ, - ამბობს ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.

ექიმების ვარაუდით, აღნიშNული გრიპი გვიან გაზაფხულამდე გასტანს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×