რეზონანსი
21.12.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს – დაკავებულია ექვსი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა, ასევე, დაუფლების ბრალდებით დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული გ.ჩ., 2005 წელს დაბადებული გ.მ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული ბ.ჯ., 1982 წელს დაბადებული გ.მ., 1997 წელს დაბადებული ო.დ., 1984 წელს დაბადებული გ.გ.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, ავტომობილების, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს – სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის პისტოლეტები, მჭიდები და  ვაზნები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 237-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×