
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში არ შემოაღწიოს ფულმა, რომელიც შესაძლოა უბედურების მომტანი გახდეს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, მეორე ფრონტის საფრთხე არსად წასულა.
„საზოგადოებამ დღეს შექმნა საკუთარი ჯავშანი, ეს ჯავშანი შეიქმნა სწორედ მეტი ცოდნით, მეტი ინფორმირებულობით, მათ უკვე იციან, არასამთავრობო სექტორი რას ცდილობს და რისი მიზნის მიღწევა აქვთ დაგეგმილი საქართველოში - საქართველო აქციონ მორჩილ ქვეყნად, გამოიყენონ როგორც მეორე ფრონტის ხაზი. ეს საფრთხეები არსად წასულა.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში არ შემოაღწიოს ფულმა, რომელიც შესაძლოა უბედურების მომტანი გახდეს“, - აღნიშნა მან.